საბერძნეთის წამყვანი ავიაკომპანია Aegean Airlines – ი, რომელიც ათენშია ბაზირებული ქვეყნის ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა გადაყვანილი მგზავრების, მიმართულებების რაოდენობისა და ფლოტის სიდიდის მიხედვით. ავიაკომპანია 1987 წლის მაისში დაარსდა, ოპერირება კი 1999 წელს დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა ათენიდან ჰერაკლიონის მიმართულებით შეასრულა.
მიმართულებები Aegean Airlines
ეგეოსის ავიახაზები რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს ასრულებს ათენიდან და სალონიკიდან საბერძნეთის მთავარი მიმართულებებით, ასევე ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ავიაკომპანიის მთავარი ბაზებია ათენის საერთაშორისო აეროპორტი ათენში, მაკედონიის საერთაშორისო აეროპორტი სალონიკში და ლარნაკის საერთაშორისო აეროპორტში ლარნაკაში.
საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, საქართველო, პორტუგალია, ისრაელი იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ასრულებს.
Aegean Airlines – ი საქართველოში უკვე დიდი ხანია ოპერირებს თბილისი ათენი ათენი თბილისი ს საჰაერო ხაზზე.
Aegean Airlines ავიაბილეთები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სალონიკი | 30 მაისი 2025 | 15 ივნისი 2025 | Tickets from 497 |
ფლოტი
ეგეოსის ავიახაზების ფლოტი მთლიანად Airbus – ის საჰაერო ხომალდებისგან შედგება. ჯამში, სერვისში, ავიაკომპანია 51 Airbus – ის ხომალდს იყენებს.
ბარგი Aegean Airlines
ავიაკომპანია გვთავაზობს ეკონომ და ბიზნეს კლასის ავიაბილეთებს. ეკონომ კლასის ბილეთები იყოფა სამ კლასად: Ligh, Flex და ComfortFlex. სამივე კლასის ავიაბილეთეში შედის 8 კგ. ხელბარგი, ხოლო ჩასაბარებელი ბარგი, 23 კგ. შედის მხოლოდ ComfortFlex -ის ბილეთებში.
რაც შეეხება ბიზნესს კლასს, მოიცავს 13 კგ. ხელბარგს და 2X32 კგ. ჩასაბარებელ ბარგს.
რეგისტრაცია
ეგეოსის ავიახაზების რეგისტრაცია აეროპორტში უფასოა, ამიტომ წინასწარ online check-in -ს არ საჭიროებს.