Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ჯუბას’’ სერვისი ,,ევაკუატორი’’ – ბათუმიდან კახეთამდე

ავტოსაგზაო შემთხვევები, ტექნიკური გაუმართაობა ან მოულოდნელი შეფერხება გზაზე მძღოლებისთვის კარგად ნაცნობი გამოწვევებია, თუმცა იმავე მძღოლებმა ისიც კარგად იციან, რომ სწორედ ასეთ დროს გადამწყვეტ როლს ასრულებს სწრაფი და სანდო ავტოდახმარების სერვისი. 

კომპანია „ჯუბა’’ უკვე 15 წელზე მეტია,  რაც ამ სფეროში ოპერირებს და მომხმარებლებს პროფესიონალურ ტექნიკურ დახმარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სთავაზობს. სტრატეგიულად განაწილებული სერვისცენტრები უზრუნველყოფს ოპერატიულ რეაგირებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონულ ცენტრებში.

ევაკუატორი ბათუმის მასშტაბით – სწრაფი რეაგირება შავი ზღვის სანაპიროზე

ბათუმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტურისტული და სატრანსპორტო ჰაბი, განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ეფექტურ ავტოდახმარებას. კომპანია „ჯუბას’’  ევაკუატორი ბათუმის მასშტაბით კი მუშაობს როგორც ქალაქის ცენტრში, ისე პერიფერიებში. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველანაირი ტიპის ტრანსპორტისთვის, იქნება ეს მსუბუქი ავტომობილი თუ სატვირთო მანქანა.

„ჯუბას’’ გუნდი ბათუმში დაკომპლექტებულია გამოცდილი ოპერატორებითა და მძღოლებით, რომლებიც 24/7 რეჟიმში მზად არიან დახმარებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ევაკუატორით, ასევე სხვა სერვისებით.

ევაკუატორი სენაკში – რეგიონული მხარდაჭერა სამეგრელოში

ევაკუატორი სენაკში ამ მიმართულებით მოძრავი მძღოლებისთვის უსაფრთხოების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ქალაქი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილია, სადაც ინტენსიურად გადაადგილდებიან როგორც ადგილობრივი მძღოლები, ისე საერთაშორისო გადაზიდვებში აქტიურად ჩართული პირები. ასეთ დატვირთულ გზებზე ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს, რის გამოც „ჯუბას’’ ოპერატიული ჩარევა ამ რეგიონში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

ევაკუატორი ქუთაისის მასშტაბით – დასავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ბირთვი

ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მთავარი სატრანსპორტო კვანძია, რის გამოც ევაკუატორი ქუთაისის მასშტაბით ბოლო დროს საკმაოდ მოთხოვნად სერვისად ჩამოყალიბდა. ქალაქში ხშირია ავტომობილების მოძრაობა თბილისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან, რაც ზრდის ავარიული შემთხვევების ან ტექნიკური გაუმართაობის რისკს გზებზე. კომპანიის ოპერატორები კი მზად არიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაეხმარონ მძღოლებს, რომელთაც ავტომობილის სერვისცენტრამდე გადაზიდვა, სატვირთო მანქანის ევაკუაცია ან სხვა მსგავსი ტიპის გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. 

ევაკუატორი ფოთის მასშტაბით – პროფესიონალური სერვისი საპორტო ქალაქში

ფოთი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი, ყოველდღიურად ასობით სატვირთო და მსუბუქ ავტომობილს მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გარემოში კი ტექნიკური შეფერხება შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. სწორედ ამიტომ, კომპანია „ჯუბა’’ გთავაზობთ ევაკუატორის სერვისს, რომელიც გულისხმობს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას როგორც პორტის ტერიტორიაზე, ისე ქალაქის სხვა უბნებში.

„ჯუბას’’ ფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, გაუმკლავდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სატვირთო ავტომობილების ევაკუაციას. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც კერძო პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

ევაკუატორი გორის მასშტაბით – სტრატეგიული მხარდაჭერა შიდა ქართლში

გორი, როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფაში. ქალაქი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ავტომაგისტრალზე, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება როგორც კერძო ავტომობილები, ისე სატვირთო ტრანსპორტი. ასეთ პირობებში კი „ჯუბას’’ მიერ შეთავაზებული სერვისი ,,ევაკუატორი’’ გორის მასშტაბით ხშირად წარმოადგენს აუცილებელ მხარდაჭერას იმ მძღოლებისთვის, რომლებიც გზაზე დახმარებას საჭიროებენ.

ევაკუატორი კახეთის მასშტაბით  – ,,ჯუბას’’ მომსახურება ღვინის მხარეში

კახეთი თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ფართო რეგიონული განაწილებით, განსაკუთრებულად საჭიროებს ავტოდახმარების მოქნილ და მობილურ სისტემას. რეგიონში გადაადგილება ხშირად დაკავშირებულია გრძელ დისტანციებთან, რის გამოც ტექნიკური დახმარების დროულად მიღება ზოგჯერ გადამწყვეტია. კომპანია „ჯუბა’’ კი სწორედ ამ საჭიროებაზე რეაგირებს და უზრუნველყოფს ევაკუატორის სერვისს კახეთში – თელავიდან სიღნაღამდე, გურჯაანიდან ლაგოდეხამდე.

რეგიონში მოქმედი ჯგუფები აღჭურვილნი არიან ისეთი ტექნიკით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად გადაადგილდნენ რთულ რელიეფზე და მარტივად მიაღწიონ მომხმარებლამდე, თუნდაც ყველაზე შორეულ სოფლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ტურისტული მიზნით მოგზაურობენ და გზაზე ტექნიკურ პრობლემას მოულოდნელად აწყდებიან.

„ჯუბა’’ – უმაღლესი სტანდარტი ავტოდახმარების სფეროში

კომპანია „ჯუბა’’ დღემდე რჩება ავტოდახმარების ერთ-ერთ ყველაზე სანდო ბრენდად საქართველოს მასშტაბით. მისი უპირატესობა გამოიხატება არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკითა და მძღოლების გამოცდილი გუნდით, არამედ იმითაც, რომ მომსახურება ხელმისაწვდომია ქვეყნის თითქმის ყველა საკვანძო რეგიონში.

მომხმარებლებისთვის „ჯუბა’’  ნიშნავს სწრაფ რეაგირებას, გამჭვირვალე ტარიფებსა და უსაფრთხოებას გზაზე – ფაქტორებს, რომლებიც ავტოდახმარების სფეროში სანდო პარტნიორის რეპუტაციას განსაზღვრავს.

Exit mobile version