Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

უნაკლო კანის საიდუმლო – ფილორგას ინოვაციური პროდუქცია ჯპს-ში

ჯპს-ში შესაძლებელია სანდო და ხარისხიანი კოსმეტიკური პროდუქციის შეძენა. მათ შორის, სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდის, ფილორგას თავის მოვლის საშუალებები. ფილორგა დერმოკოსმეტიკასა და ესთეტიკური მედიცინის ცოდნას აერთიანებს. მისი პროდუქტები კანს ატენიანებს. ასევე, სიმკვრივესა და ელასტიურობას უნარჩუნებს.

ის, რაც უნდა იცოდეთ:

ფილორგა – ესთეტიკური მედიცინის გამოცდილება ყოველდღიურ რუტინაში

ბრენდის ისტორია 1978 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი ესთეტიკური მედიცინის პროფესორი მიშელ ტორდმანია. ის კანის ფიზიოლოგიას მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა. ამ კვლევებმა Laboratoires Filorga-ს შექმნას დაუდო საფუძველი.

ბრენდის მთავარი იდეა კანის მოვლაში ესთეტიკური მედიცინის გამოცდილების გამოყენება იყო. სწორედ ამ მიდგომას უკავშირდება NCEF ტექნოლოგია. ის აქტიური კომპონენტების კომპლექსს აერთიანებს. მიზანი კანის დატენიანებისა და მისი ვიზუალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ჯპს-ში მომხმარებლებს შეუძლიათ ბრენდის ოფიციალური პროდუქციის შეძენა. მნიშვნელოვანია, რომ თავის მოვლის საშუალებების არჩევისას ხარისხსა და სანდოობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. 

შრატი ყოველდღიურ რუტინაში გამოსაყენებლად

Age Purify სახის შრატი კომბინირებული, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის არის შექმნილი. ის კანს ატენიანებს და ამშვიდებს. ფორმულა ასევე მოქმედებს ნაოჭების წინააღმდეგ და მათ ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

ფილორგა შრატი შეიცავს Hyalu-Youth CX და Dermo-Rescue CX ფორმულებს. ჰიალურონის მჟავა კანის დატენიანებას უწყობს ხელს. პეპტიდები კანს ამშვიდებს. გლიკოპეპტიდები კი მას სიგლუვესა და ელასტიურობას უნარჩუნებს. 

შრატი ასევე ამცირებს შავი წერტილებისა და ლაქების გაჩენის ალბათობას. პროდუქტი არაკომედოგენურია და სწრაფად შეიწოვება. მისი გამოყენება შესაძლებელია დილა-საღამოს. შრატი ძირითად კრემამდე უნდა დაიტანოთ. 

ყველა პროდუქტი უნივერსალური არ არის. ზოგ ადამიანს, პირველ რიგში, დატენიანება სჭირდება. სხვებისთვის მთავარი ნაოჭების შემცირება ან კანის სიმკვრივის შენარჩუნებაა. კომბინირებული და ცხიმიანი კანის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფორებისა და ზედმეტი ცხიმიანობის კონტროლიც. ამიტომ თავის მოვლის საშუალება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ.

ასაკობრივი ცვლილებების დროს სწორად შერჩეული რუტინა მნიშვნელოვანია

კანის მოთხოვნილებები ასაკთან ერთად იცვლება. შეიძლება შემცირდეს ელასტიურობა, გაჩნდეს წვრილი ხაზები ან კანი ნაკლებად მკვრივი და გამომშრალი იყოს. 

ფილორგა კრემი LIFT STRUCTURE შექმნილია კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის კანზე. ფორმულა აერთიანებს კოლაგენსა და ჰიალურონის მჟავას. დამატებით გამოყენებულია უჯრედული ფაქტორები და მცენარეული ექსტრაქტები. კრემი შეიძლება დილით, საღამოს ან ორივე დროს გამოიყენოთ.

ინტენსიური მოვლისთვის განკუთვნილია GLOBAL REPAIR ADVANCED. ფორმულაში შედის კერამიდები, ომეგა 3-6-9, სქვალანი და ვიტამინები. ასევე არის ნიაცინამიდის, ვიტამინ C-ისა და სხვა აქტიური კომპონენტების კომპლექსი. პეონის, კამელიისა და დამასკური ვარდის კომპონენტები ფორმულას ავსებს. კრემი დილა-საღამოს გამოიყენება.

LIFT STRUCTURE უფრო მეტად სიმკვრივისა და ელასტიურობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. GLOBAL REPAIR ADVANCED კი ინტენსიური ანტიასაკობრივ რუტინაში გამოიყენება. არჩევანი კანის მდგომარეობასა და მთავარ საჭიროებებზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ჯპს-ისთვის პროდუქციის ხარისხთან ერთად სანდოობაც მნიშვნელოვანია. მომხმარებელს დარწმუნებული უნდა იყოს პროდუქტის წარმომავლობაში. ამ მხრივ, სააფთიაქო ქსელი ადამიანებს სრულ კომფორტს სთავაზობს. 

ხშირად დასმული კითხვები

რა არის NCEF ტექნოლოგია?

NCEF არის აქტიური კომპონენტების კომპლექსი, რომელსაც ბრენდი კანის მოვლის ფორმულებში იყენებს. მისი მიზანია კანის დატენიანებისა და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.

ვისთვის არის Age Purify სახის შრატი?

ფილორგა შრატი განკუთვნილია კომბინირებული, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია დილით და საღამოს.

როგორ შევარჩიოთ ასაკობრივი რუტინისთვის კრემი?

არჩევანი კანის მდგომარეობისა და მთავარი საჭიროებების მიხედვით უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ საჭიროა სიმკვრივისა და ელასტიურობის აღდგენა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, უფრო ინტენსიური მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტების შერჩევა სჯობს. 

Exit mobile version