მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან შეცდომით, ვარშავის ნაცვლად აბუ დაბიში მოხვდა უკვე დანიშნულების ადგილასაა.
როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, მგზავრი აბუ დაბიში სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი პირველივე რეისით ვარშავაში გაფრინდა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც გოგონა ყვებოდა რომ მისი და სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდა.
,,ქუთაისის აეროპორტიდან , ჩემს დას Wizz Air ფრენა ქონდა ვარშავის მიმართულებით, გაიარა რეგისტრაცია. შემდეგ საითააც უთხრეს იქეთ წავიდა . აღმოჩნდა აბუ დაბის თბითმფრინავში.
ბარგი კი გაგზავნეს გაურკვეველი მიმართულებით. აბუ დაბის აეროპორტში არავინ არ ეხმარება, ტელეფონზეც კი არ არეკინებენ , არც პოლიცია აქცევს ყურადღებას, ყველა ეუბნება საქართველოდან, რატო გამოგიშვეს ასეო.
ბარგს რაც შეეხება ჯერ ვიცოდით , რომ იყო ვარშავაში , შემდეგ გავიგეთ ქუთაისშიაო,
გთხოვთ თუ იცით ან მსგავსიი შემთხვევა თუოდესმე ყოფილა დაგვეხმარეთ რამენაირა
” – წერდა სოციალურ ქსელში მოქალაქე.