Wizz Air Georgia ცნობილი დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანიაა, რომელიც 2003 წელს
შეიქმნა. კომპანიის მთავარი ინვესტორი ამერიკული ფირმა “Indigo Partners”-ია.
ავიაკომპანია Wizz Air Kutaisi-მა პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა.
ამჟამად ის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
Wizz Air -ის მთავარი მიზანია ფრენა საზოგადოების ფართო მასებისათვის
ხელმისაწვდომი გახადოს. ამის მისაღწევად კომპანია უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა
ქვეყნებში ქალაქების პატარა აეროპორტებს იყენებს.
ავიაკომპანია Wizz Air Georgia-ს მინიჭებული აქვს უმაღლესი 7 ვარსკვლავი უსაფრთხოებაში Airlineratings-ის მიერ. ის 2017 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ევროპულ ავიაკომპანიად.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ დაამატა ახალი მიმართულებები,
რომლებიც საერთაშორისო მარშრუტების თვალსაზრისით სხვადასხვა ეროვნებებისა და
კულტურების დაკავშირების მთავარი გასაღები აღმოჩნდა, მათ შორის აღსანიშნავია ფრენები თელ-ავივში და დუბაიში.
გარდა იმისა, რომ კომპანია დაბალბიუჯეტიანია, რაც თავისთავში გულისხმობს დაბალ
ფასს ავიაბილეთები -ზე, ავიაკომპანია Wizz Air Kutaisi-ით ფრენისას შეგიძლიათ თავად აირჩიოთ, გსურთ თუ არა ამა თუ იმ სერვისებით სარგებლობა:
1. Wizz Air-ის კლუბი” – კარგი საშუალებაა თანხის დამატებით დაზოგვისათვის. ეს
შემოთავაზება განსაკუთრებით მომგებიანია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ წლის განმავლობაში. კლუბის წევრობით თქვენ გარანტირებულად გექნებათ 10€ ფასდაკლება ყველა რეისზე, რომელიც 19.99€-ს აღემატება. იგივე პრინციპი ვრცელდება თქვენს თანამგზავრზეც , ჯგუფის შემთხვევაში კი ჯგუფის ყველა წევრზე. გარდა ავიაბილეთზე ფასდაკლებისა, თქვენ ასევე მიიღებთ ფასდაკლებას ბარგის ონლაინ შეძენისას.
2. „Wizz Plus” – იმ შემთხვევაში , თუ გსურთ ბორტზე ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყოთ, თანაც ხელბარგი გარანტირებულად სალონში აიტანოთ, მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვისაა. მისი შეძენის შემთხვევაში თქვენ ასევე შეძლებთ უფასოდ აირჩიოთ ნებისმიერი ადგილი ყველაზე ძვირადღირებული წინა რიგებიდანაც კი. „Wizz Plus” 10 კგ-მდე ხელბარგის გარდა უფლებას გაძლევთ წაიღოთ 32 კგ-მდე ბარგი. ასევე, ტელეფონზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ფრენის შესახებ. ფრენის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში კი კომპანია ავიაბილეთში გადახდილ თანხას Wizz Air Georgia-ს ანგარიშზე დაგიბრუნებთ. ამ მომსახურების შეძენა მარტივად შეგიძლიათ აპლიკაციიდან ან ვებ გვერდიდან.
ავიაკომპანია Wizz Air Ge საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ასრულებს ყოველდღიურ ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
რა უნდა იცოდეთ Wizz Air-ით ფრენამდე
ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი
- უფასო ხელჩანთა – ყველა ბილეთში შედის ერთი პატარა ჩანთა, მაქსიმუმ 40 x 30 x 20 სმ ზომისა და 10 კგ-მდე წონის, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ უნდა დაეტიოს.
- სალონის ჩემოდანი – 55 x 40 x 23 სმ-მდე და 10 კგ-მდე ჩემოდნის სალონში ასატანად საჭიროა WIZZ Priority-ს შეძენა.
- ჩასაბარებელი ბარგი – შეგიძლიათ აირჩიოთ 10, 20, 26 ან 32 კგ-იანი ბარგი, ერთ მგზავრზე კი რამდენიმე ჩანთის დამატებაც არის შესაძლებელი.
ბარგი ყველაზე ხელსაყრელ ფასად ბილეთის ყიდვისას ან მოგვიანებით ონლაინ ემატება – აეროპორტში იგივე მომსახურება გაცილებით ძვირი ჯდება. ჩასხდომისას ხელბარგის ზომასა და წონას ხშირად ამოწმებენ, ამიტომ ჩანთის ზომები წინასწარ გადაამოწმეთ.
ჩექ-ინი
ონლაინ ჩექ-ინი Wizz Air-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში უფასოა, აეროპორტის სალაროსთან რეგისტრაცია კი, როგორც წესი, დამატებით საფასურს მოითხოვს. ამიტომ ჩასხდომის ბარათი წინასწარ აიღეთ და ტელეფონში შეინახეთ ან ამობეჭდეთ.
როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტიდან თბილისსა და ბათუმში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისსა და ბათუმში Georgian Bus-ის ავტობუსები დადის, რომელთა განრიგიც ფრენებზეა მორგებული. თბილისამდე გზას დაახლოებით 3,5–4 საათი სჭირდება, ბათუმამდე – დაახლოებით 2,5 საათი. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია ჩამოსვლის დარბაზში ან ონლაინ. ქუთაისის ცენტრამდე ავტობუსით ან ტაქსით დაახლოებით 20–30 წუთში მიხვალთ.
ხშირად დასმული კითხვები
საიდან დაფრინავს Wizz Air საქართველოში?
Wizz Air-ის ფრენების უმეტესობა საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება, საიდანაც ევროპის ბევრ ქალაქში – მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში, გერმანიასა და იტალიაში – პირდაპირი რეისებით შეგიძლიათ გაფრენა. მიმართულებები სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ აქტუალური სია ყოველთვის გადაამოწმეთ.
შედის თუ არა ბილეთის ფასში ხელბარგი?
ყველაზე იაფ ბილეთში მხოლოდ პატარა ხელჩანთა (40 x 30 x 20 სმ) შედის. უფრო დიდი ჩემოდნისთვის საჭიროა WIZZ Priority ან ჩასაბარებელი ბარგის დამატება.
როგორ ვიყიდო Wizz Air-ის ბილეთი იაფად?
დაჯავშნეთ წინასწარ, იყავით მოქნილი თარიღებთან დაკავშირებით და შეადარეთ რამდენიმე დღის ფასი. ხშირი მოგზაურებისთვის კი სასარგებლოა Wizz Air-ის კლუბის წევრობა. გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო ფასს ხშირად დამატებითი სერვისები – ბარგი, ადგილის არჩევა – ზრდის, ამიტომ ფასები შეადარეთ უკვე ამ სერვისების გათვალისწინებით. ფასების შედარება შეგიძლიათ ავიაბილეთები-ს საძიებო სისტემაშიც.
შესაძლებელია თუ არა რეისის შეცვლა?
დიახ, რეისის თარიღის ან მიმართულების შეცვლა შესაძლებელია პირადი კაბინეტიდან, საფასურის გადახდით. თუ გეგმები შეიძლება შეგეცვალოთ, ბილეთის ყიდვისას ღირს WIZZ Flex-ის დამატება, რომელიც ცვლილებებს უფრო მარტივს ხდის.
ბარგის წესები, მომსახურების პირობები და მიმართულებები დროდადრო იცვლება, ამიტომ ფრენამდე ყოველთვის გადაამოწმეთ აქტუალური ინფორმაცია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

