Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი შარჟა ავიაბილეთები Tbilisi Sharja

თბილისი შარჟა

შარჟა არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქია. ის ცნობილია, როგორც საემიროების კულტურული ცენტრი, კარგად შემონახული უძველესი ნაგებობების კოლექციიდან გამომდინარე. ეს ქალაქი გთავაზობთ საინტერესო დასვენებას, ბუნებრივი პარკებიდან დაწყებული მუზეუმებით, ულამაზესი მეჩეთებითა და პლაჟებით დამთავრებული.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი შარჟა –ს მიმართულებით?

პირდაპირ ფრენებს თბილისი -დან შარჟას მიმართულებით ავიაკომპანია Air Arabia გვთავაზობს. რაც შეეხება გადაჯდომით რეისებს, თურქული ავიაკომპანია Pegasus -ი მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე. პეგასუსი ფრენას სტამბოლის გავლით ახორციელებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან შარჟამდე?

თბილისიდან შარჟაში ჩარსაფრენას, პირდაპირი ფრენის შემთვევაში, 3 საათი და 10 წუთი დაგჭირდებათ. ხოლო არაპირდაპირი ფრენის შემთხვევაში, სრული დრო დამოკიდებულია გადაჯდომების რაოდენოდაზე და აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობაზე, თუმცა ერთი გადაჯდომით რეისის შემთხვევაში ეს პერიოდი დაახლოებით 9-10 საათს შეადგენს.

 

თბილისი შარჟა ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 1 064 -დან
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 1 216 -დან
19 იანვარი 202722 იანვარი 2027ავიაბილეთები 1 063 -დან

 

თუ გადაწყვეტილი გაქვთ გაემგზავროთ tbilisi sarja -ს მიმართულებით, ალბათ გაინტერესებთ, რა უნდა იცოდეთ ამ ქალაქის შესახებ და რა უნდა მოიახულოთ აქ.

როგორც უკვე აღინიშნა, შარჟა ცნობილია თავისი კარგად შემონახული უძველესი შენობა-ნაგებობების გამო. იუნესკომ ის არაბთა კულტურის დედაქალაქად ჯერ კიდევ 1998 წელს დაასახელა. მან შეინარჩუნა თავისი წარსული, თანამედროვე განვითარების ყველა ასპექტში ტრადიციების შეტანით.

შარჯას ხელოვნების მუზეუმი, შესანიშნავი ადგილია ხელოვნების მოყვარულთათვის, რომ შემისწავლონ და დატკბნენ არაბული კულტურით და მე-18 საუკუნის მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრებით.

Sharjah Art Foundation უზრუნველყოფს უდიდეს პლატფორმას თანამედროვე მხატვრებისთვის მთელი მსოფლიოდან, ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის.

შარჟამ აქვს მუზეუმების გასაოცარი რაოდენობა, რომელიც მოიცავს არქეოლოგიურ მემკვიდრეობას, რათა საუკეთესოდ აღწეროს თავისი ვრცელი წარსული. ისლამური ცივილიზაციის მუზეუმი, რომელიც ორ დონეს მოიცავს, სტუმრებს არაბული და ისლამური ცივილიზაციების წარმოშობის გასაცნობად იწვევს. ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ არტეფაქტების, ტექსტილისა და კულტურის სხვა ასპექტებს.

შარჯას არქეოლოგიის მუზეუმი 125 000 წით უკან დროში მოგახვედრებთ, ხოლო მემკვიდრეობის მუზეუმი ადგილობრივი მოსახლეობის მრავალფეროვან წეს-ჩვეულებებსა და კულტურას გთავაზობთ.

ემირატმა ასევე შეიმუშავა მუზეუმების ახალი კომპლექტი, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ მეცნიერებას, კალიგრაფიას, შარჯასა და ზღვას შორის ძლიერ და ისტორიულ კავშირს, თავდაცვის ძალებს და სხვა თემებს.

ქვიშა საამიროს განუყოფელი ნაწილია. უდაბნოს საფარი შესანიშნავი საშუალებაა ქალაქის აურზაურისგან თავის დასაღწევად და თავგადასავლებისთვის.

ისიამოვნეთ ამაღელვებელი ჯიპ ტურით ან კვადროციკლით, აღმოაჩინეთ ფაუნა, აღფრთოვანდით ცეცხლის შთამბეჭდავი შოუთი და ცოცხალი ცეკვით, დააგემოვნეთ არაბული ყავა ფინიკთან ერთად და დაიძინეთ ვარსკვლავებით განათებული ცის ქვეშ.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი შარჟა –ს მიმართულებით?

თბილისი შარჟა -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

თბილისი შარჟა -ს ფრენის პრაქტიკული დეტალები

რეისების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება: ზაფხულის განრიგში კვირის განმავლობაში დამატებითი ფრენებიც ემატება, ზამთრის განრიგში კი მათი რაოდენობა მცირდება. სწორედ ამიტომ, ბილეთის შეძენამდე ყოველთვის გადაამოწმეთ კონკრეტული დღის განრიგი.

ხელბარგი და ბარგი Air Arabia -ს რეისებზე

Air Arabia დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და ბილეთის საბაზისო ფასში ჩასაბარებელი ბარგი, როგორც წესი, არ შედის — ის ცალკე იძენება. ამიტომ ვარიანტების შედარებისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ბილეთის ფასს, არამედ იმასაც, თუ რა შედის მასში.

როგორ გადავინაცვლოთ შარჟის აეროპორტიდან

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისიდან შარჟაში?

დიახ. პირდაპირ, გადაჯდომის გარეშე რეისებს თბილისიდან შარჟაში Air Arabia ასრულებს. გადაჯდომით მოგზაურობა, როგორც წესი, უფრო დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ზოგჯერ უფრო იაფი გამოდის.

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა თბილისიდან შარჟამდე?

პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3 საათსა და 5-10 წუთს გრძელდება. გადაჯდომიან რეისებზე საერთო დრო გადაჯდომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და ერთი გადაჯდომის შემთხვევაში დაახლოებით 9-10 საათს შეადგენს.

სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა საამიროებში?

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს — საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული მიზნით შესვლისთვის წინასწარ ვიზის აღება არ სჭირდებათ. სავიზო წესები პერიოდულად იცვლება, ამიტომ გამგზავრებამდე ინფორმაცია ოფიციალურ წყაროზე გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ პასპორტის მოქმედების ვადა საკმარისია.

არის თუ არა დროის სხვაობა თბილისსა და შარჟას შორის?

არა. ორივე ქვეყანა UTC+4 სასაათო სარტყელშია, ამიტომ ადგილობრივი დრო ერთმანეთს ემთხვევა და ჯეტლაგზე ფიქრი არ მოგიწევთ.

რომელია ბილეთის შეძენის საუკეთესო დრო?

ყველაზე ხელსაყრელი ფასები, ჩვეულებრივ, გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრე გვხვდება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულისა და სადღესასწაულო დღეების რეისები უფრო ძვირია, შემოდგომა და გაზაფხული კი შედარებით იაფი პერიოდია.

თბილისი შარჟა -ს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version