Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი ნიცა ავიაბილეთები tbilisi nica

tbilisi nica

გსურთ შეიძინოთ ავიაბილეთები თბილისი ნიცა -ს მიმართულებით და მოიწყოთ დაუვიწყარი მოგზაურობა? მაშინ აუცილებლად გაეცანით სტატიას და გაიგეთ რა უნდა იცოდეთ იაფი ავიაბილეთების შესაძენად.

ნიცა უდიდესი ქალაქია საფრანგეთის რივიერაზე და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ტურისტული მიმართულება. ხმელთაშუა ზღვასა და საზღვაო ალპებს შორის მდებარე ნიცა გთავაზობთ ურბანული კომფორტისა და ბუნებრივი სილამაზის უნიკალურ კომბინაციას. სწორედ ამიტომ, ალბათ დამეთანხმებით რომ გასაკვირი არაა, რატომ არის ის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ნიცა –ს მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან ნიცაში პირდაპირი რეისით ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ჩაგაფრენთ.

თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანზიტული რეისებით და დროის არც თუ ისე დიდხნიანი სხვაობით მოხვდებით დანიშნულების ადგილზე. ერთი გადაჯდომით ფრენებს ავიაკომპანია Turkish Airlines -ი სტამბოლის გავლით გვთავაზობს, ხოლო ასევე ერთი გადაჯდომით რეისს ფრანგული ავიაკომპანია Air France -ი ჩარლზ დე გოლის აეროპორტში გადაჯდომით ჩაგიყვანთ ნიცას აეროპორტამდე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ნიცამდე?

tbilisi nica -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 30წთ-ია, რაც შეეხება არაპირდაპირი ფრენების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობაზე. ერთი გადაჯდომის შემთხვევაში, ფრენის სრული დრო დაახლოებით 8-9 საათია.

რჩევის სახით გაითვალისწონეთ რომ ავიაბილეთების დამოუკიდებლად შეძენისას, ყურადღება მიაქციოთ ტრანზიტულ აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობას. უმჯობესია გადაჯდომისათვის 2-3 საათი მაინც გაითვალისწონოთ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

თბილისი ნიცა ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 1 107 -დან
20 იანვარი 202727 იანვარი 2027ავიაბილეთები 1 118 -დან
18 თებერვალი 202722 თებერვალი 2027ავიაბილეთები 1 111 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ ნიცაში?

ეს ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქი მთელი წლის განმავლობაში თბილი და სასიამოვნო კლიმატით გამოირჩევა. მშვიდი და მოდური ატმოსფერო, მრავალი მიმზიდველი ღირშესანიშნაბა, ისტორიულ უბნები, პლაჟები, მუზეუმები და ადგილობრივი საკვები  ამ ქალაქს საფრანგეთში ჩასული მოგზაურების სიის სათავეში აქცევს.

Promenade des Anglais ან “ინგლისელთა სავალი გზა” დაახლოებით 5 კმ-ზეა გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომელიც იზიდავს სირბილის მოყვარულებს, ველოსიპედისტებს და სკეიტბორდისტებს. ეს ზღვისპირა ბილიკი ხალხმრავალი და ცოცხალი ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ და განიტვირთოთ ხალხის თვალიერებით.

ბილიკი გაფორმებულია პალმებით, აღჭურვილია სკამებითა და მასზე განთავსებულია Vélo Bleu სადგურები – ველოსიპედის დაქირავება თვითმომსახურებით. ასევე შეხვდებით ბარებისა და რესტორნების დიდ არჩევანს, პირდაპირ სანაპიროზე.

ნიცას ძველი ქალაქი – ადგილობრივად ცნობილი როგორც Vieux Nice – მდებარეობს ანგელოზთა ყურის აღმოსავლეთ ბოლოში, ალბერტ 1-ლ ბაღსა და ციხის გორაკს შორის. ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, წითელსახურავიანი ძველი სტილის სახლებით და ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილებით, როგორიცაა ნიცას ოპერა და ლასკარისის სასახლე, ძველი ქალაქი მე-18 საუკუნეში დაგაბრუნებთ. ტერიტორია განთქმულია თავისი ულამაზესი რესტორნებითა და ღამის ცოცხალი ლოკაციებით. აქ ყოფნისას არ დაგავიწყდეთ გაჩერდეთ Fenocchio Glacier-თან Rue de la Poissonnerie-ზე, რათა გაინებივროთ თავი გემრიელი ნაყინით – ისინი საუკეთესოდ ითვლება ქალაქში.

 

ვილფრანშ-სურ-მერში, ნიცას აღმოსავლეთით 15 წუთის სავალ მანძილზე, მარინერეს პლაჟი არის ძალიან პოპულარული ადგილი, განსაკუთრებით მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში. ეს არ არის ქვიშიანი ადგილი, თუმცა გამოირჩევა ძალიან პატარა კენჭებით, რაც მას საუკეთესო პლაჟად აქცევს. ამ პლაჟის კიდევ ერთი პლუსი ახლომდებარე ბარებისა და რესტორნების კარგი არჩევანია.

ნიცას ულამაზესი ეკლესიები გამოირჩევა მდიდარი ისტორიით და ულამაზესი არქიტექტურით. ბევრი შთამბეჭდავი ეკლესია გვხვდება ძველ ნიცაში, თუმცა თქვენ მათ მთელ ქალაქშიც შეხვდებით. სენტ-რეპარატის ტაძარი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ქალაქში, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ნიცა ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისიდან ნიცას მიმართულებით iafi aviabiletebi შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად, ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით, ონლაინ შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქება, მიუთითეთბთ სასურველ თარიღს და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ნიცას აეროპორტი (NCE) — რა უნდა იცოდეთ ჩასვლისთანავე

ნიცას საერთაშორისო აეროპორტი — Nice Côte d’Azur (NCE) — პარიზის შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჰაერო კარიბჭეა და ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მას ორი ტერმინალი აქვს — ტერმინალი 1 და ტერმინალი 2 — და ორივე ერთმანეთთან და ქალაქთან ტრამვაითაა დაკავშირებული.

როდის არის ავიაბილეთები თბილისი ნიცას მიმართულებით ყველაზე ხელსაყრელი

ნიცა ტიპური საზაფხულო მიმართულებაა და ეს პირდაპირ აისახება ავიაბილეთების ფასზეც.

გადაჯდომიანი რეისის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ

ნიცა როგორც ბაზა ლაჟვარდოვან სანაპიროზე

ნიცის მოხერხებულობა იმაშიც არის, რომ აქედან მთელი რივიერა მატარებლით ან ავტობუსით მარტივად მისაწვდომია. ნიცის მთავარი სადგურიდან (Nice-Ville) რეგულარული რეგიონული მატარებლები დადის:

ასე რომ, ერთ ადგილას განთავსებითაც კი შეგიძლიათ რამდენიმე ქალაქი მოინახულოთ და ყოველ ღამეს სასტუმრო არ გამოიცვალოთ.

ხშირად დასმული კითხვები

სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ვიზა საფრანგეთში?

ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში, მათ შორის საფრანგეთში, მოკლევადიანი ვიზა არ სჭირდებათ — ნებადართულია ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში ჯამურად 90 დღემდე ყოფნა. საზღვარზე შესაძლოა მოგთხოვონ დაბრუნების ბილეთი, განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამოგზაურო დაზღვევა და საკმარისი თანხის ქონის დადასტურება. ევროკავშირი სასაზღვრო კონტროლის ახალ ციფრულ სისტემებს ეტაპობრივად ნერგავს, ამიტომ გამგზავრებამდე აქტუალური მოთხოვნები ოფიციალურ წყაროებზე გადაამოწმეთ.

რამდენია დროის სხვაობა საქართველოსა და ნიცას შორის?

ზაფხულში სხვაობა 2 საათია, ზამთარში — 3 საათი, საქართველოში უფრო გვიანია. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთი ზაფხულისა და ზამთრის დროზე გადადის, საქართველო კი — არა. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით დაბრუნების ფრენის დროის წაკითხვისას: განრიგში დრო ყოველთვის ადგილობრივია.

რა ვალუტაა ნიცაში და სჭირდება თუ არა ნაღდი ფული?

ანგარიშსწორება ევროში ხდება. ბარათით გადახდა თითქმის ყველგან შესაძლებელია, თუმცა მცირე თანხა ნაღდად მაინც გამოგადგებათ — ბაზრობებზე, მცირე კაფეებსა და სანაპიროს ზოგიერთ სერვისში.

როდის არის ნიცაში საბანაო სეზონი?

ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გამო ნიცაში ზაფხული მზიანი და თბილია, საბანაო სეზონი კი ჩვეულებრივ ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. მაისი და ოქტომბერი ქალაქის დასათვალიერებლად და ხანგრძლივი ფეხით სეირნობისთვის ყველაზე კომფორტული თვეებია, ზამთარი კი რბილია, თუმცა ზღვა ცივია.

რამდენად ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

საზაფხულო პიკურ თვეებზე — რაც შეიძლება ადრე, სასურველია 2-3 თვით ადრე მაინც. შუალედურ სეზონზე კი, როგორც წესი, 1,5-2 თვით ადრე დაჯავშნა საკმარისია საუკეთესო ფასის მოსაძებნად.

ან ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version