Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი კრეტა ავიაბილეთები tbilisi kreta

tbilisi kreta

კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი და გასაოცარი კუნძულია. ის ცნობილია თეთრი სანაპიროთი, ფირუზისფერი ზღვით, ულამაზესი ბუნებით და ლეგენდარული ადგილებით, ასევე განსხვავებული არომატებითა და მრავალფეროვანი ადგილობრივი კერძებით.

ეწვიეთ ამ მშვენიერ კუნძულს, რომელიც ბევრ სასიყვარულო ლეგენდასთანაა დაკავშირებული და დატკბით შთამბეჭდავი და სასიამოვნო დღეებით თქვენი შვებულების პერიოდში. კრეტაზე სამი აეროპორტია განლაგებული: ხანია, ჰერაკლიონი და სიტია. რომელთა მიმართულებითაც თბილისიდან ერთი გადაჯდომით ფრენები ხორციელდება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი კრეტა -ს მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან კრეტას მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით ეწვიოთ ამ მშვენიერ კუნძულს, რადგან მხოლოდ ერთი გადაჯდომით შეგიძლიათ მოხვდეთ დანიშნულების ადგილზე.

თბილისიდან კრეტას ორი აეროპორტის – ხანიასა და ჰერაკლიონის მიმართულებით ერთი გადაჯდომით რეისებს ავიაკომპანია Aegean Airlines -ი გვთავაზობს, რომელიც ფრენას ათენის გავლით ახორციელებს.

ხოლო კრეტას მესამე აეროპორტის – სიტიას მიმართულებით ერთი გადაჯდომით რეისის აწყობა შეგიძლიათ შემდეგნაირად. თბილისიდან ათენამდე კვლავ ეგეოსის ავიახაზები –თ გაემგზავრებით, იქედან კი სიტიამდე ფრენას Olympic Airlines -ით განაგრძობთ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი კრეტა ს მიმართულებით?

tbilisi kreta -ს მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია გადაჯდომის ხანგრძლივობაზე. თბილისიდან ათენამდე ფრენის დრო 3 საათია, ხოლო ათენიდან ხანიამდე და ჰერაკლიონამდე ფრენა კი 50 წთ-ია, რასაც დაემატება რეისებს შორის მოცდის პერიოდი.

თბილისი ჰერაკლიონი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 795 -დან
17 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 1 071 -დან
24 დეკემბერი 202612 იანვარი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 873 -დან
5 იანვარი 202710 იანვარი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 918 -დან
22 აპრილი 202730 აპრილი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 764 -დან
22 მაისი 202727 მაისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 683 -დან
1 ივნისი 202711 ივნისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 653 -დან
2 ივნისი 202712 ივნისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 724 -დან
5 ივნისი 202715 ივნისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 788 -დან
14 ივნისი 202720 ივნისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 744 -დან
26 ივნისი 20273 ივლისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 790 -დან
1 ივლისი 20276 ივლისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 857 -დან
14 აგვისტო 202718 აგვისტო 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 655 -დან
23 აგვისტო 202729 აგვისტო 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 968 -დან
1 სექტემბერი 20278 სექტემბერი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 881 -დან

 

რა უნდა მოინახულო კრეტაზე?

კუნძული სავსეა ისტორიული ციხესიმაგრეებით, ულამაზესი პეიზაჟებითა და გემრიელი ბერძნული კერძებით და აქ გასაკეთებელი საქმეების მთელი რიგია.

კრეტას სამხრეთ სანაპიროზე განლაგებული, ლუტრო არის პატარა თევზსაჭერი სოფელი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს ადგილი დაგაბრუნებთ ძველ საბერძნეთში. სოფელში მისასვლელად უნიკალური გამოცდილება ისაა, რომ მისვლა ხმელეთით შეუძლებელია და მოგიწევთ ნავით ჩასვლა. იქ ყოფნისას, დაუთმეთ დრო სანაპიროზე დასვენებას, დატკბით ხედებით და მიირთვით ზღვის ახალ-ახალი პროდუქტები.

ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კუნძულოვანი ქალაქი, რომელსაც საბერძნეთის კუნძულებს შორის ნახავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბევრი რამ აქვს შემოსათავაზებელი. აუცილებლად გაისეირნეთ ვენეციურ ნავსადგურში, ეწვიეთ ძველ შუქურს და აგორას ბაზარს, სადაც დააგემოვნებთ ახლად დაკრეფილ ლეღვს.

აკროტირიდან არც თუ ისე შორს არის წმინდა სამების მონასტერი, რომლის მონახულებაც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, თუ გსურთ მცირეხნიანი დასვენება ზღვისპირა ცხოვრებიდან. დარწმუნდით, რომ შეხვალთ მონასტრშიც, რადგან მას აქვს საუკეთესო მოოქროვილი ინტერიერი, რომელსაც კუნძულზე ნახავთ.

კნოსოსის სასახლე არის ბრინჯაოს ხანის უდიდესი ადგილი მთელ კუნძულზე რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც ევროპის უძველეს ქალაქად.

თუ გაინტერესებთ არქეოლოგიური აღმოჩენები და კუნძულის ისტორია, ეს არ უნდა გამოტოვოთ! განსაკუთრებით დააკვირდით განსაცვიფრებელ ფრესკებსა და გასაოცარ სატახტო ოთახს.

კრეტას ქალაქგარეთ, დაახლოებით 20 კილომეტრში, მდებარეობს არკადის ულამაზესი წმინდა მონასტერი.

აუციელბლად ეწვიეთ ზარის კოშკს და ნახეთ კორინთული სვეტები. ეს მართლაც ერთ-ერთი განსაკუთრებული და წმინდა სანახაობაა კრეტაზე.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი კრეტა ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისიდან კრეტას მიმართულებით iafi aviabiletebi შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად, ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით, ონლაინ შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქება, მიუთითეთბთ სასურველ თარიღს და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

კრეტას აეროპორტები — სად ჯობია ჩაფრენა?

კრეტაზე სამი აეროპორტია და არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, კუნძულის რომელ ნაწილში აპირებთ დასვენებას:

ჰერაკლიონსა და ხანიას შორის დაახლოებით 140 კმ-ია და ავტობუსით ეს მანძილი დაახლოებით 3 საათში გადის, ამიტომ ბილეთის აღებამდე ჯობია გადაწყვიტოთ, კუნძულის რომელ ნაწილში იცხოვრებთ.

გადაჯდომის სხვა მოსახერხებელი ვარიანტები

ათენის გარდა თბილისიდან კრეტაზე სხვა ჰაბების გავლითაც შეგიძლიათ მოხვედრა:

როდის ჯობია კრეტაზე გამგზავრება?

კრეტაზე საბანაო სეზონი დიდხანს გრძელდება – დაახლოებით მაისიდან ოქტომბრამდე. ივლისი და აგვისტო ყველაზე ცხელი და ყველაზე დატვირთული თვეებია, შესაბამისად ავიაბილეთებიც და სასტუმროებიც მაშინ ყველაზე ძვირია. მაისი, ივნისის დასაწყისი, სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი ბევრად კომფორტულ ამინდსა და შედარებით დაბალ ფასებს გთავაზობთ. ზამთარში კრეტაზე რეისების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და გადაჯდომის მოხერხებული ვარიანტების მოძებნაც უფრო რთულდება.

სასარგებლო ინფორმაცია გამგზავრებამდე

ხშირად დასმული კითხვები – თბილისი კრეტა ავიაბილეთები

არის თბილისიდან კრეტაზე პირდაპირი ფრენა?

რეგულარული პირდაპირი რეისი არ ხორციელდება – საჭიროა მინიმუმ ერთი გადაჯდომა, ყველაზე ხშირად ათენში ან ისტანბულში.

რამდენი ხანი სჭირდება მთლიან მოგზაურობას?

ფრენის „სუფთა“ დრო დაახლოებით 4 საათია (თბილისი – ათენი 3 საათი და ათენი – კრეტა 50-55 წუთი), გადაჯდომის ლოდინთან ერთად კი რეალურად 6-9 საათი უნდა გაითვალისწინოთ.

რომელ აეროპორტში ჯობია ბილეთის აღება – ჰერაკლიონში თუ ხანიაში?

თუ გეგმაში გაქვთ კნოსოსი, მალია ან აგიოს ნიკოლაოსი, აირჩიეთ ჰერაკლიონი. თუ დასავლეთ კრეტაზე – ხანიაში, ელაფონისსა და ბალოსში მიემგზავრებით, ხანიას აეროპორტი უფრო მოსახერხებელია.

როდის არის ავიაბილეთები ყველაზე იაფი?

საშუალოდ ყველაზე ხელსაყრელ ფასებს 1,5-2 თვით ადრე დაჯავშნის შემთხვევაში ნახავთ, სეზონის დასაწყისსა და დასასრულს (მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი) და შუა კვირის გამგზავრების თარიღებზე.

ან ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version