Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი / Tbilisi Airport

თბილისის აეროპორტი

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქიდან 17 კილომეტრის დაშორებით.

თბილისის აეროპორტი ერთ-ერთია იმ სამთაგან, რომელიც საქართველოს მთელს მსოფლიოსთან აკავშირებს. აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან იმყოფება შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში.

2007 წლიდან ფუნქციონირებს აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალიც, რომელიც ხელს უწყობს მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე.

თვითმფრინავის ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკის სიგრძე 2 500 – 3 000 მეტრია, ხოლო ვერტმფრენის კი – 30 მეტრი.

როგორ ხდება ტრანსპორტირება თბლისის აეროპორტში?

თბილისი-აეროპორტი-თბილისის ხაზს ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უწყვეტად – 24 საათიანი რეჟიმით მუშობს. ავტობუსი ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან ჩერდება.

ასევე, შესაძლებელია ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით, რომელიც აეროპორტიდან გამოსვლისთანავე დაგხვდებათ და უზრუნველყოფს თქვენს კომპორტულ მგზავრობას ქალაქამდე.

აეროპორტში ასევე არის 3 ავტოსადგომი, რომელიც 1 000 ავტომანქანას იტევს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ასევე გთავაზობთ 3 სვადასვა ბანკის მომსახურებას

თიბისი ბანკის ბანკომატი, საქართველოს ბანკის ბანკომატი და ლიბერთი ბაკის ბანკომატი განთავსებულია გამგზავრებისა და გაფრენის დარბაზებში.

რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – დან?

თბილისის აეროპორტს ემსახურება40-მდე ავიაკომპანია. მათ შორისაა: Belavia Airline; LOT; Lufthansa; Pegasus Airlines და სხვ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორგებულია შშმ პირებზეც

თბილისის აეროპორტი სრულიად მორგებულია შშმ პირებზე. აეროპორტი აღჭურვილია შესაბამისი სერვისებით. თუ კი სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრი აპირებს ისარგებლოს ამ სერვისებით, აუცილებელია წინასწარ აცნობოს ავიაკომპანიას.

რეგისტრაცია

აეროპორტის ადმინისტრაცია რეკომენდაციას იძლევა რომ მგზავრმა რეგისტრაცია გაიაროს ფრენამდე 2 საათით ადრე, რომ თავიდან აიცილოს რაიმე სახის შეფერხება.

კვება 

თბილისის აეროპორტში სადაც განთავსებულია dunkin’ donuts; Illy Caffe; Beer Port; Need Stop Kiosk; Brewmark; Cappadocia; GreenPoint კვების ობიექტები, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ შეუზღუდავად ისარგებლოთ.

მოსაცდელი პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის

“Primeclass” მოსაცდელი, რომელიც განთავსებული გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზებში, გათვლილია 115 ადამიანზე. ის 24 საათის განმავლობაში ემსახურება პირველი კლასის და ბიზნეს კლასის მგზავრებს და ასევე მათ დამხვედრ პირებს. ლოდინის პერიოდში მათ შეუძლიათ იირთვან ცივი და ცხელი სასმელები, ისარგებლონ ტელევიზორით და ჟურნალ-გაზეთებით.

ლაუნჯში ყოფნის პერიოდი 3 საათია, თუ უფრო დიდი ხნით გსურთ დარჩენა, უნდა გაიდაიხადოთ დამატებითი საფასური.

Exit mobile version