Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი ბარი ავიაბილეთები / tbilisi bari

გეგმავთ გამგზავრებას თბილისი ბარი ს მიმართულებით? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. წაიკითხეთ და მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

ბარი სამხრეთ იტალიაში მდებარე საპორტო ქალაქია, რომელიც ულამაზესი არქიტექტურითა და საინტერესო ისტორიითა და კულტურით გამოირჩევა. ბარი ის ქალაქია, რომელსაც სამხრეთ იტალიაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ქალაქის დათვალიერებასთან ერთად, თქვენ შეძლებთ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას, განსაკუთრებით კი ზღვის პროდუქტები გამოიწვევს თქვენს აღფრთოვანებას.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ბარი ს მიმართულებით?

თბილისიდან ბარის მიმართულებით ტრანზიტული რეისები სრულდება, რომლებსაც რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს.

Turkish Airlines – ი გვთავაზობს რეისებს თბილისიდან ბარის მიმართულებით. გადაჯდომა სტამბოლის ახალ აეროპორტშია, საიდანაც რამდენიმე საათში ბარის პალესის აეროპორტში მოხვდებით.

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa -ც ასრულებს ფრენებს თბილისი-ბარის საჰაერო ხაზზე მიუნხენში ტრანზიტით.

ბარში გამგზავრება, ასევე, ორი ავიაკომპანიით აწყობილი რეისით შეგიძლიათ. მაგალითად, თბილისიდან ათენამდე შეგიძლიათ გაემგზავროთ Aegean Airlines – ის რეისით, ათენიდან ბარში კი ავიაკომპანია VOLOTEA გაგამგზავრებთ.

თბილისი ბარი ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
30 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 423 -დან
24 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 431 -დან
29 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 490 -დან
22 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 498 -დან
23 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 539 -დან
13 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 328 -დან
24 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 353 -დან
25 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 376 -დან
21 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 407 -დან
7 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 461 -დან

როდის არის საუკეთესო დრო ბარში გასამგზავრებლად?

ბარი ზამთარში საკმაოდ ცივია, ამიტომ თუ მზიანი ამინდები გიყვართ ამ პერიოდში ნამდვილად არ უნდა ესტუმროთ. ასევე, ნუ გაემგზავრებით ბარში აპრილის თვეში, რადგან ამ დროს ქალაქში ძირითადად წვიმს. ულამაზეს საპორტო ქალაქს ივლისში ესტუმრეთ და მისი მშვენიერებით ბოლომდე დატკბებით.

რამდენი ხანი გრძელდება მგზავრობა თბილისიდან ბარამდე?

თბილისსა და ბარს შორის პირდაპირი რეისი არ სრულდება — მარშრუტი ყოველთვის ერთი, ზოგჯერ კი ორი გადაჯდომით ხორციელდება. საჰაერო მანძილი ორ ქალაქს შორის დაახლოებით 2300 კილომეტრია.

სანამ კონკრეტულ ვარიანტს აირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ გადაჯდომის ხანგრძლივობას: ერთიან ბილეთში 1,5-2 საათი საკმარისია, ცალ-ცალკე შეძენილი ბილეთების შემთხვევაში კი სჯობს მინიმუმ 3 საათი დატოვოთ — დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს.

ბარის აეროპორტი და ქალაქში გადაადგილება

ბარს ემსახურება კაროლ ვოიტილას სახელობის აეროპორტი (კოდი BRI), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრში, პალესეს უბანში მდებარეობს.

ბარის ცენტრი კომპაქტურია და ღირსშესანიშნაობების უმეტესობა ფეხითაც შემოივლება.

რა ვნახოთ ბარში და მის შემოგარენში

ბარი კარგი საწყისი წერტილია აპულიის დასათვალიერებლად: მატარებლით ნახევარ საათში პოლინიანო ა მარეში მოხვდებით, დაახლოებით საათნახევარში — ალბერობელოს ტრულების სოფელსა და მატერაში, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. ბარის პორტიდან კი ბორნები დადის საბერძნეთში, ალბანეთში, მონტენეგროსა და ხორვატიაში.

პრაქტიკული ინფორმაცია მოგზაურებისთვის

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ბარი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

tbilisi bari -ს მიმართულებით ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551907907

ხშირად დასმული კითხვები

არის პირდაპირი ფრენა თბილისი ბარი ს მიმართულებით?

არა, ამ მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება. ბარში გადაჯდომით მოხვდებით — ყველაზე ხშირად სტამბოლის, მიუნხენის ან რომის გავლით.

რომელ აეროპორტში ვჩერდებით?

ბარის კაროლ ვოიტილას აეროპორტში (BRI), რომელიც ქალაქის ცენტრიდან 8-10 კილომეტრშია.

რამდენი ხნით ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ოპტიმალური დროა გამგზავრებამდე 1,5-2 თვე. საზაფხულო სეზონზე ფასებს უფრო ადრეც ღირს თვალყურის დევნება.

შესაძლებელია ქუთაისიდან გამგზავრება?

ქუთაისიდან ბარში პირდაპირი ფრენა არ არის. შეგიძლიათ ქუთაისიდან რომში, მილანში ან ვენეციაში გაფრინდეთ და შემდეგ ადგილობრივი რეისით ან მატარებლით ჩახვიდეთ ბარში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ცალკეული ბილეთებია და ბარგს თავიდან ჩააბარებთ.

რისი წაღება ღირს ბარში?

ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი, მზის კრემი და კომფორტული ფეხსაცმელი ძველი ქალაქის ქვაფენილისთვის; ზამთარში — თბილი ქურთუკი და წყალგამძლე ფეხსაცმელი, რადგან ამ პერიოდში ხშირად წვიმს და ქარია.

Exit mobile version