LOT Polish Airlines -ის არსებობის ისტორია 93 წელს ითვლის. პოლონეთის ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანია 1928 წლის 29 დეკემბერს დაარსდა. პოლონეთის ავიახაზების მთავარი ბაზა ვარშავის შოპენის აეროპორტში მდებარეობს. 2003 წლიდან ავიაკომპანია “Star Alliance’-ის წევრია.
მიმართულებები
ავიაკომპანია LOT -ი ოპერირებს 120-ზე მეტ მიმართულებაზე ევროპის, შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის მასშტაბით.
შიდა მიმართულებებია: ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი, პოზნანი, კრაკოვი, კატოვიცე, ჟეშუვი, შჩეცინი.
საერთაშორისო მიმართულებებია: თბილისი , მისნკი, კიევი, ვილნიუსი, მოსკოვი, კიშინოვი, ბელგრადი, ზაგრები, მიუნხენი, ვენეცია, მილანი, ნიცა, ჟენევა, პარიზი, ლონდონი, ჰამბურგი, ამსტერდამი, ბრიუსელი, სტოკჰოლმი და სხვ.
პირდაპირი ფრენები შორ მანძილზე: ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ნევარკი, ლოს-ანჟელესი, ტორონტო, პეკინი, ტოკიო, სეული.
LOT ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ვარშავა | 7 მარტი 2025 | 16 მარტი 2025 | Tickets from 603 |
კოდშეარ ავიაკომპანიები
როგორც “Star Alliance” -ის წევრ ავიაკომპანიას, LOT – ს კოდშეარ შეთანხმება აქვს შემდეგ ავიაკომპანიებთან: Scandinavian Airlines, Singapore Airlines, TAP Portugal, Adria Airways, Asiana Airlines და Bulgaria Air.
ფლოტი LOT Polish Airlines
ავიაკომპანის ფლოტის შემადგენლობაში შედის შემდეგი ტიპის საჰაერო ხომალდები: Boeing 787s, Embraer 195s, Boeing 737s, Embraer 175 and Embraer 170s.
ბარგი
საერთაშორისო მიმართულებებზე ევროპაში, ჩრდიელოეთ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში ეკონომ კლასის მგზავრებისთვის ნებადართულია 1×8 კგ. ხელბარგი და 1×23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. პრემიუმ კლასის მგზავრებისთვის 1×8 კგ. ხელბარგი და 2×23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის 2×9 კგ. ხელბარგი და 2×32 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.
მხოლოდ ხელბარგით (1×8კგ) მგზავრობენ “Economy Saver”- ის მგზავრები.
რეგისტრაცია LOT Polish Airlines
LOT Polish Airlines – ის ფრენაზე რეგისტრაცია აეროპორტში უფასოა. რეგისტრაცია ფრენამდე 2 საათით ადრე იწყება და ნახევარი საათით ადრე მთავრდება.
ონლაინ რეგისტრაცია ავიაკომპანიის ვებსაიტზე იხსნება ფრენამდე 36 საათით ადრე და მთავრდება 120 წუთით ადრე.