Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ქუთაისი მილანი ავიაბილეთები / kutaisi milani

გსურთ შეიძინოთ ავიაბილეთები ქუთაისი მილანი ს მიმართულებით? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგეთ რა უნდა იცოდეთ მანამდე, სანამ მილანის ავიაბილეთებს შეიძენთ.

მსოფლიოს მოდისა და დიზაინის ქალაქად წოდებული მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა. მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მაღაზიებთან ერთად, მილანში სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ძეგლების ნახვით დატკბებით და უგემრიელეს იტალიურ სამზარეულოსაც დააგემოვნებთ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი მილანი ს მიმართულებით?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებით პირდაპირ ფრენას უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Wizz Air -ი ასრულებს. Wizz Air – ი ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც ქუთაისი მილანის საჰაერო ხაზზე ოპერირებს. ავიაკომპანია კვირაში რამდენიმე სიხშირით ასრულებს ფრენას ქუთაისის აეროპორტსა და მილანის მალპენსას აეროპორტებს შორის.

ქუთაისი მილანი ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
29 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 346 -დან
31 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 347 -დან
25 ოქტომბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 387 -დან
28 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 396 -დან
26 ოქტომბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 416 -დან
30 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 432 -დან
27 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 453 -დან
24 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 563 -დან
23 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 166 -დან
19 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 197 -დან
20 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 204 -დან
17 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 210 -დან
24 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 228 -დან
16 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 231 -დან
30 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 234 -დან
29 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 235 -დან
25 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 238 -დან
28 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 240 -დან
12 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 243 -დან
27 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 245 -დან
26 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 247 -დან
22 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 268 -დან
15 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 271 -დან
13 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 272 -დან
8 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 272 -დან
9 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 279 -დან
14 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 286 -დან
18 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 292 -დან
21 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 304 -დან
10 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 306 -დან
6 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 318 -დან
7 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 339 -დან
11 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 346 -დან
5 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 349 -დან
3 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 400 -დან
4 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 442 -დან
2 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 452 -დან
1 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 489 -დან

Wizz Air – ის ავიაბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ:

ავიაბილეთის ღირებულებაში შედის 10კგ. ხელბარგი, ზომებით: 40x30x20. ასევე, შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ 10კგ, 20კგ, და 32 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

ფრენამდე 48 საათით ადრე აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია და მიიღოთ ჩასხდომის ბარათი, რათა აეროპორტში არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა.

ავიაბილეთის გაუქმების ან გადაცვლის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან მილანამდე ?

ქუთაისიდან მილანამდე ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი და 20 წუთია.

როდის არის საუკეთესო დრო მილანში გასამგზავრებლად?

მილანში სამოგზაუროდ წლის ნებისმიერი დრო შეგიძლიათ შეარჩიოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ არაჩვეულებრივ დღეებს გაატარებთ. თუმცა, მილანის ღირსშესანიშნაობების მონახულება და ქუჩებში სეირნობა ალბათ თბილ ამინდებში უფრო სასიამოვნო იქნება. ამიტომ, გაზაფხულის პერიოდი საუკეთესო იქნება თქვენი იტალიური არდადეგებისთვის.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი მილანი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

ქუთაისი მილანის იაფი ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

მილანის რომელ აეროპორტში ჩავფრინდებით?

ქუთაისიდან Wizz Air -ის ფრენა მილანის მალპენსას საერთაშორისო აეროპორტში (MXP) სრულდება. მალპენსა მილანის ყველაზე დიდი აეროპორტია და ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 50 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ ჩასვლისთანავე ტრანსპორტი წინასწარ უნდა გქონდეთ გათვალისწინებული.

ცენტრამდე მისასვლელად რამდენიმე კომფორტული ვარიანტი არსებობს:

როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტამდე?

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია. აეროპორტამდე რეგულარული სატრანსფერო ავტობუსები დადის თბილისიდან, ბათუმიდან და თავად ქუთაისიდან — მათი განრიგი ფრენების განრიგზეა მორგებული, თუმცა ადგილის წინასწარ დაჯავშნა ყოველთვის სჯობს.

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე გზას საშუალოდ 4 საათი სჭირდება, ბათუმიდან კი — დაახლოებით 2.5 საათი. დაგეგმეთ გასვლა მარაგით, რადგან დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან რეგისტრაცია ფრენამდე 40 წუთით ადრე იკეტება და დაგვიანებულ მგზავრს აღარ იღებენ.

სასარგებლო ინფორმაცია გამგზავრებამდე

რა ვნახოთ მილანში?

თუ მილანში პირველად მიემგზავრებით, რამდენიმე ადგილი აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენს სიაში:

მილანი ასევე მოსახერხებელი საწყისი წერტილია იტალიის სხვა ქალაქებისთვის: მილანო ჩენტრალეს სადგურიდან სწრაფი მატარებლით ფლორენციამდე დაახლოებით 2 საათში, ვენეციამდე — 2.5 საათში, რომამდე კი დაახლოებით 3 საათში ჩახვალთ. ახლოსაა კომოს ტბაც, რომელიც ერთდღიან ექსკურსიად იდეალურია.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან მილანში?

დიახ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მალპენსამდე პირდაპირ ფრენას Wizz Air ასრულებს. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ კონკრეტული თარიღებისთვის ფრენების ხელმისაწვდომობა საძიებო სისტემაში გადაამოწმეთ.

რამდენი ხნით ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან ფასი, როგორც წესი, გამგზავრების თარიღის მოახლოებასთან ერთად იზრდება. ოპტიმალური პერიოდია ფრენამდე 1.5-2 თვე, ხოლო ზაფხულის ან საახალწლო სეზონისთვის — კიდევ უფრო ადრე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა?

პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან მილანამდე საშუალოდ 4 საათსა და 20 წუთს გრძელდება. უკან, მილანიდან ქუთაისისკენ, ფრენა ჩვეულებრივ ოდნავ ნაკლებ დროს მოითხოვს.

რა მოხდება, თუ ფრენა გაუქმდება ან დაგვიანდება?

Wizz Air ევროკავშირის ავიაკომპანიაა, ამიტომ მის რეისებზე ვრცელდება ევროკავშირის რეგულაცია EC 261/2004. ფრენის გაუქმების ან მნიშვნელოვანი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს დახმარება (კვება, საჭიროების შემთხვევაში — სასტუმრო), ხოლო გარკვეული პირობების დაკმაყოფილებისას — ფულადი კომპენსაციაც.

რამდენი ხელბარგის წაღება შემიძლია უფასოდ?

ავიაბილეთის საბაზისო ფასში შედის ერთი მცირე ზომის ხელბარგი, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ თავსდება. უფრო დიდი ჩემოდნის სალონში წასაღებად საჭიროა დამატებითი სერვისის შეძენა, ჩასაბარებელი ბარგი კი ცალკე ემატება ჯავშანს.

Exit mobile version