ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ერთ-ერთია საქართველოში არსებულ 3 საერთაშორისო აეროპორტს შორის. ის ქუთაისიდან 14 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია Wizz Air -მა დაიწყო ოპერირება. ვიზეარი უნგრული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასრულებს ქუთაისიდან და საკმაოდ იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობს. ქუთაისის აეროპორტი სწორედ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებზე და ფრენებზეა ორიენტირებული და სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარულობას.
აეროპორტში ოპერირებს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც აზიის მიმართულებით გვთავაზობს ფრენებს, კერძოდ კი, ყაზახეთის ქვეყნების მიმართულებით. საუბარია ავიაკომპანია FlyAristan -ზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წელს შემოვიდა.
ავიაკომპანია Belavia – მ, კი, თბილისის და ბათუმის შემდეგ, ქუთაისიდანაც დაიწყო ოპერირება მინსკის მიმართულებით.
დღეისათვის, ქუთაისიდან ფრენები სრულდება შემდეგი მიმართულებით: მილანი, რომი, ბარსელონა, ვენა, პრაღა, ათენი, სალონიკი, ვარშავა, კატოვიცე, გდანსკი, ლარნაკა, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ბუდაპეშტი, რიგა, აბუ დაბი, აქტაუ, ნურ-სულთანი, შიმკენტი, ატირაუ, მინსკი და სხვ.
ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 8 ოქტომბერი 2022 | 11 ოქტომბერი 2022 | ![]() | |
აბუ დაბი | 18 სექტემბერი 2022 | 25 სექტემბერი 2022 | ![]() | |
ბარსელონა | 3 თებერვალი 2023 | 6 თებერვალი 2023 | ![]() | |
ბერლინი | 4 ოქტომბერი 2022 | 16 ოქტომბერი 2022 | ![]() | |
ბუდაპეშტი | 18 ოქტომბერი 2022 | 24 ოქტომბერი 2022 | ![]() | |
შუმკენტი | 21 სექტემბერი 2022 | 2 ოქტომბერი 2022 | ![]() | |
დორტმუნდი | 3 ოქტომბერი 2022 | 31 ოქტომბერი 2022 | ![]() | |
მემინგენი | 28 სექტემბერი 2022 | 12 ოქტომბერი 2022 | ![]() | |
გდანსკი | 6 აგვისტო 2022 | 9 აგვისტო 2022 | ![]() | |
ატირაი | 5 აგვისტო 2022 | 21 აგვისტო 2022 | ![]() | |
კრაკოვი | 26 ივლისი 2022 | 30 ივლისი 2022 | ![]() | |
კატოვიცა | 14 ივლისი 2022 | 4 აგვისტო 2022 | ![]() | |
ლარნაკა | 5 ნოემბერი 2022 | 19 ნოემბერი 2022 | ![]() | |
მილანი | 23 ნოემბერი 2022 | 27 ნოემბერი 2022 | ![]() | |
მინსკი | 12 სექტემბერი 2022 | 25 სექტემბერი 2022 | ![]() | |
ასტანა | 30 აგვისტო 2022 | 31 აგვისტო 2022 | ![]() | |
პარიზი | 2 თებერვალი 2023 | 9 თებერვალი 2023 | ![]() | |
პრაღა | 14 ნოემბერი 2022 | 18 ნოემბერი 2022 | ![]() | |
რიგა | 20 ივლისი 2022 | 27 ივლისი 2022 | ![]() | |
რომი | 3 ნოემბერი 2022 | 6 ნოემბერი 2022 | ![]() |
ქუთაისის აეროპორტის განახლებითი სამუშაოები პირველად 2012 წელს, მეორედ კი 2021 წელს შესრულდა. აეროპორტის ტერმინალის ზომა 4-ჯერ გაიზარდა და უკვე 30.000 კვ.კმ-ს შეადგენს. ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, რაც ერთდროულად უფრო მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა. აეროპორტის საფრენი ბილიკის სიგრძე 2600 მეტრს შეადგენს, რაც სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.