Aviabiletebi online ავიაბილეთები

Georgian Wings ავიაკომპანია ჯეორჯიან ვინგსი

ავიაკომპანია Georgian Wings

ჯეორჯიან ვინგსიქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი GeoSky -ის სამგზავრო მიმართულებაა. ავიაკომპანიის ბაზას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს. ოპერირება 2023 წლის 31 ივლისს დაიწყო და ასრულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებს.

მიმართულებები:

ავიაკომპანიამ პირველი ფრენა თბილისიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით შეასრულა, მოგვიანებით კი რეგულარული რეისები პრაღის , ბაქოს და კიშინეუს საჰაერო ხაზზეც დანიშნა.

ჯეორჯიან ვინგსი რეისებს თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 სიხშირით -ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ასრულებს. თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათს და შაბათს. ხოლო თბილისი კიშინეუ კიშინეუ თბილისი -ს ფრენებს კი ორჯერ – ორშაბათს და პარასკევს.

Georgian Wings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
პრაღა5 ოქტომბერი 20248 ოქტომბერი 2024Tickets from 1 229
შარმ-ელ-შეიხი29 სექტემბერი 20246 ოქტომბერი 2024Tickets from 1 782

აღსანიშნავია, რომ ჯეორჯიან ვინგსი აქტიურად მუშაობს ფლოტის გაზრდაზე და ახალი მიმართულებების დამატებაზე.

,,ჯეოსქაი“-ს მოპოვებული აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.

2023 წლის მაისში, geosky -მ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს და წარმატებით გაიარა საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA).

აღსანიშნავია, რომ IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა, ოპერატორს IATA-ს წევრობისაკენ უხსნის გზას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე ქვეყნის ავიაციის სექტორისათვის.

Georgian Wings ფლოტი

ავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვალში, რიგით მეორე სამგზავრო დანიშნულების Boeing 737 -ის ტიპის საჰაერო ხომალდი შეჰმატა თავის ფლოტს. შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ორი 148 ადამიანზე გათვლილი B737 – 300 -ით ახორციელებს, რომელიც გამოირჩევა მაღალი სერვისითა და სტანდარტებით.

Georgian Wings ბარგის პოლიტიკა

ავიაკომპანიის ფრენებზე, ბარშის შემწეობა, დამოკიდებულია მგზავრის მიერ არჩეულ ტარიფზე.

რეგისტრაცია / Check in

ჯეორჯიან ვინგსი მგზავრებს ამ დროისთვის მხოლოდ აეროპორტში რეგისტრაციას სთავაზობს. რეგისტრაცია იწყება გამგზავრებამდე 2 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 45 წუთით ადრე. აღნიშნული პროცედურა უფასოა.

შეიძინეთ Georgian Wings -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version