Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

airzena აირზენა Georgian Airways

ჯორჯიან ეარვეის

airzena

გიყვართ მოგზაურობა? ახალი ადგილების ნახვა? სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა? განსხვავებული სამზარეულოს დაგემოვნება? ალბათ მოგზაურობისგან დიდ სიამოვნებას იღებთ, მაგრამ ამ ყველაფერზე უარის სათქმელადაც ბევრი მიზეზის პოვნა შეიძლება. ძალიან ძვირია, არაკომფორტულად ვმგზავრობ, ფრენის მეშინია და კიდევ ბევრი სხვა.

ჩვენი აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ უარის თქმის ყველა გზა მოგიჭრათ. ვინ ვართ ჩვენ?
მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი რომელიც ზრუნავს თქვენ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე.

Georgian Airways – ქართული ავიაკომპანია , რომელიც უკვე 25 წელია ასრულებს რეისებს დედამიწის არაერთ წერტილში.

Georgian Airways ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი1 აპრილი 20264 აპრილი 2026Tickets from 1 209
ფორლი4 ივნისი 202611 ივნისი 2026Tickets from 1 295
ლარნაკა23 მარტი 202631 მარტი 2026Tickets from 642
ნიცა23 მარტი 202628 მარტი 2026Tickets from 1 045
ნოვოსიბირსკი3 აპრილი 202614 აპრილი 2026Tickets from 1 083
რომი1 აპრილი 20266 აპრილი 2026Tickets from 1 056

 

მოდი სათითაოდ შევებრძოლოთ უარის თქმის ყველა მიზეზს!

აეროფობია – ხშირად მიგიღიათ რჩევები როგორ უნდა დაძლიოთ ფრენის შიში? „გააანალიზეთ თქვენი შიშის მიზეზი“, „ისაუბრეთ თქვენს განცდებზე“, „ობიექტურად
შეაფასეთ საფრთხე“ – ბევრი მსგავსი ფრაზა მოგისმენიათ? დაგეხმარათ? შიშის დასაძლევად თქვენი ნომერ პირველი ამოცანაა – სწორად შეარჩიოთ ავიაკომპანია, რომლითაც მგზავრობთ, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია გაიგოთ მასზე და თავად დარწმუნდებით რომ საშიში არც არაფერია.

ჩვენ ჩვენ თავს გაგაცნობთ, გადაწყვეტილება კი თქვენთვის მოგვინდია… airzena მუდმივად პროდგრესირებადი ავიაკომპანიაა, რომელიც 18 მსხვილ საავიაციო კომპანიასთან თანამშრომლობს და 2010 წლიდან IATA-ს წევრია. ამ პარტნიორობით ჩვენ ვცდილობთ ქართულ ავიაციაში სიახლეები შემოვიტანოთ და საერთაშორისო სტანდარტები დავნერგოთ. ჩვენი მისიაა:

 თქვენთვის შევქმნათ მომსახურების მაღალი ხარისხი;
 გაგიმარტივოთ თითოეული ნაბიჯი – ბილეთის შეძენიდან მგზავრობის დასრულებამდე;
 მოგცეთ საშუალება იფრინოთ ნებისმიერი სასურველი მიმართულებით;

თქვენი უსაფრთხო მგზავრობის გარანტი, ჩვენს განკარგულებაში არსებული, საუკეთესოდ აღჭურვილი 3 ტიპის თვითმფრინავია ( Boeing 737-700 NG, Embraer190, CRJ200). ხოლო IOSA სტანდარტებთან და რეკომენდებულ პოლიტიკასთან შესაბამისობა ჩვენი ავიახაზების საექსპლუატაციო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველაფერი იმისთვის რომ შეგიქმნათ უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო გარემო.

“Georgian Airways” – ის მიერ შემოთავაზებული ავიაბილეთების შეძენის ინოვაციური
სისტემის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სამგზავრო პაკეტი – მსუბუქი, სტანდარტული ან მოქნილი ბიზნეს პაკეტები. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ეკონომ ან ბიზნეს კლასის ბილეთებით, რაც თქვენზე მორგებულს ხდის მგზავრობას ფინანსურად.

რაც შეეხება კომფორტს ეს საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ. ასე რომ ჩაალაგეთ ბარგი და ფოტოაპარატი არ დაგავიწყდეთ, რომ ბედნიერი წუთების ჩვენთვის გაზიარებაც მოახერხოთ.

შეიძინეთ Georgian Airways -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version