Aviabiletebi online ავიაბილეთები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი / Batumi Airport

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ბათუმის სამხრეთ ნაწილში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი წარმოდგენილია ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე. 2021 წლის მარტში აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატა და დღეისთვის 1 000 000-ზე მეტი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

აეროპორტი 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ის შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება.

რომელი მიმართულებით სრულდება ფრებები ბათუმის აეროპორტიდან?

საერთაშორისო ფრენები ხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე: რიგა, სტამბოლი, თელ-ავივი, მინსკი, ალმაათი, დამამი, რიადა, ჯედა და სხვა ქალაქების მიმართულებით.

ადგილობრივ რეისები კი ხორციელდება თბილისის მიმართულებით.

რომელი კომპანიები ანხორციელებენ ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – დან?

ბათუმის აეროპორტში ფრენებს ათამდე ავიაკომპანია ასრულებს.  აქედან გარკვეული ნაწილი მხოლოდ სეზონზე ემსახურება მგზავრებს. ავიაკომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით ისეტ ავიაკომპანიებს, როგორიცაა: Belavia, Air Arabia, Pegasus, Turkish Airlines, Arkia, Air Astana, Georgian Aairways და ა.შ.

როგორ ხდება ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტში?

ბათუმი-აეროპორტი-ბათუმის ხაზს ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაჩერება მდებარეობს ტერმინალის წინ, ავტობუსით ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

ასევე, შესაძლებელია ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით, რომელიც დაგხვდებათ აეროპორტიდან გამოსვლისთანავე. ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად საჭიროა დაახლოებით 15 წუთი.

აეროპორტში ასევე არის პარკინგი, რომელიც 100 ავტომანქანაზეა გათვლილი. ის სრულად არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ პარკირება ფასიანია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გთავაზობთ 2 ბანკის მომსახურებას

აეროპორტში შეხვდებით საქართველოს ბანკს და ბაკ რესპუბლიკას სერვისცენტრებს, რომლებიც განთავსებულია გამგზავრების დარბაზში.

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია აეროპორტში?

აეროპორტის ადმინისტრაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ მგზავრებმა საერთაშორისო რეისის შესრულებამდე 2 საათით ადრე გაიარონ რეგისტრაცია. ხოლო ადგილობრივი რეისისთვის – 1,5 სთ ადრე, რომ თავიდან აიცილოს რაიმე სახის შეფერხება.

თუ მგზავრი რეგისტრაციის პროცესს (Check inn) ონლაინ გაივლის, აეროპორტში მან უნდა წარადგინოს ჩასხდომის ბარათი, ბეჭდური სახით.

კვება 

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ აეროპორტის კაფე-ბარს, სადაც ადგილობრივი მრავალფეროვან საკვებსა და სასმელს დააგემოვნებენ. კაფე მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, აეროპორტში შესალებელია სუვენირებისა და საჩუქრების შეძენაც.

Exit mobile version