Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით

ბოდრუმი

ანტიკური ჰალიკარნასის ნანგრევებზე აგებული ბოდრუმი ძველი ცივილიზაციების ნაკვალევს ახლაც ინახავს. ქალაქი, სადაც მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ჰალიკარნასის მავზოლეუმი მდებარეობდა, თანამედროვე თურქეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა.

ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით – მხოლოდ ეს არის საჭირო მისი მიმზიდველობის სრულად შესაცნობად. მაგიური გარემო, რასაც უძველესისა და ახლის შერწყმა ქმნის მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ბოდრუმი   ღირსშესანიშნაობების ხილვასთან ერთად კარგი გართობის შესაძლებლოსაც იძლევა.

ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში აგებული ამფითეატრი, რომელიც 13 000 ადამიანს იტევს და კვლავ გამოიყენება კონცერტებისა და ფესტივალების მოსაწყობად, ბოდრუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ბოდრუმში იხილავთ მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთერთის, მავზოლეუმის ნანგრევებს, რომლის დიდებულებამ წარსულში ალექსანდრე მაკედონელიც აღარფრთოვანა.

ქალაქის ყველაზე სანახაობრივი ღირსშესანიშნაობაა მე-15 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე. ბოდრუმის სიმბოლოდ წოდებული ციხე-კოშკში ახლა წყალქვეშა არქეოლოგოური მუზეუმია მოწყობილი. სადაც ნახავთ უძველეს მინის ნამუშევრებს, ჩაძირულ გემებსა და ქანდაკებებს, თურქულ აბაზანებს, უძველეს ბერძნულ, რომაულ ამფორებს.

ქალაქის ღირშესანიშნეობებს შორის არის ქარის წისქვილები. თეთრად შეფერილი 7 წისქვილი მთის თავზეა განლაგებული, საიდანაც მთელი ბოდრუმი მოჩანს.

განტვირთვისა და დასვენებისთვის ეგეოსის ზღვის სანაპიროები საუკეთესო საშუალებაა, სუფთა და გამჭვირვალე ზღვის წყალი მხოლოდ საცურაოდ გამოიყენება, გემების შესვლა აკრძალულია, რაც დამსვენებლებისთვის მეტად უსაფრთხო გარემოს ქმნის.

ბოდრუმი არაჩვეულებრივია დამწყები და პროფესიონალი მყვინთავებისთვის. წყლაში ხილვადობა 40 მეტრის სიღრმეზეც კი კარგია და დამსვენებელს შეუძლია იხილოს რვაფეხები, ზღვის ცხენები და სხვა წყალქვეშა ცხოველები.

ბოდრუმი გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებსაც არ ტოვებს გულგრილს, ქალაქში კაფეები, ბარები და რესტორნები ოცდაოთხი საათის განმვლობაში ღიაა დამსვენებლებისთვის.

Kocadon-ის რესტორანი შორს არის ქალაქის ხმაურისგან. ბანანისა და პალმის ხეების გარემოცვაში, სანთლის შუქზე, ხის სკამზე მოკალათებული შეძლებთ მოიწყოთ რომანტიკული სადილი და დააგემოვნოთ შოკოლადის შებერტი.

Vira’s Restaurant-ი კი არაჩვეულებრივი ადგილია თურქული სამზარეულოს დასაგემოვნებლად, თუმცა შეძლებთ პასტა, ზღვის პროდუქტები, სტეიკი, პიცაც მიირთვათ.

ბოდრუმში გელოდებათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღიაცისქვეშ განთავსებული ღამის კლუბი Halikarnas-ი. იმ შემთხვევაში თუკი ღამის ცხოვრებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ხართ.

ქალაქი სრულად ერგება დამსვენებელთა მრავალფეროვან გემოვნებას. ბოდრუმში ყველაფერია, რაც დასვენებას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს, სანახაობა, აქტივობები, გართობა, მზე, ზღვა, სანაპირო. საჭიროა თავისუფალი დრო და ავიაბილეთები ეგეოსის ზღვის ულამაზესი ქალაქის, ბოდრუმის მიმართულებით.

როგორ მივაღწიოთ ბოდრუმამდე საქართველოდან

ბოდრუმს ემსახურება მილას–ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი BJV), რომელიც ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 36 კილომეტრითაა დაშორებული. აეროპორტიდან ქალაქამდე რამდენიმე გზა არსებობს:

საქართველოდან ბოდრუმამდე პირდაპირი მიმოსვლა სეზონურია და წლიდან წლამდე იცვლება, ამიტომ განრიგი ჯავშნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ. ყველაზე სტაბილური მარშრუტი სტამბოლზე გადაჯდომაა: სტამბოლის ორივე აეროპორტიდან — IST-იდან და საბიჰა გოქჩენიდან (SAW) — ბოდრუმში ყოველდღიურად რამდენიმე რეისი ფრინავს და ფრენა დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთს გრძელდება.

როდის ჯობია ბოდრუმში გამგზავრება

ბოდრუმს ტიპური ხმელთაშუაზღვისპირული კლიმატი აქვს — გრძელი, მშრალი და ცხელი ზაფხული და რბილი, წვიმიანი ზამთარი. საცურაო სეზონი, როგორც წესი, მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

პრაქტიკული ინფორმაცია მოგზაურისთვის

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება გზა ბოდრუმამდე?

თბილისიდან სტამბოლამდე ფრენა დაახლოებით ორ საათს გრძელდება, სტამბოლიდან ბოდრუმამდე კი — დაახლოებით 1 საათსა და 20 წუთს. გადაჯდომის დროის გათვალისწინებით მთლიანი მგზავრობა ჩვეულებრივ 5–7 საათში ეტევა.

რომელი აეროპორტია ბოდრუმთან ყველაზე ახლოს?

მილას–ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტი (BJV). ეს ნახევარკუნძულის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტია და ზაფხულის სეზონზე ევროპის ათეულობით ქალაქთან აქვს პირდაპირი მიმოსვლა.

როდის ჯობია ავიაბილეთის დაჯავშნა?

ზაფხულის პიკურ სეზონზე ბოდრუმის მიმართულებით ადგილები ადრე იყიდება, ამიტომ ორი-სამი თვით ადრე დაჯავშნა ჩვეულებრივ უფრო ხელსაყრელია. მხარე სეზონზე — მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში — ფასები უფრო მოქნილია.

საჭიროა თუ არა ავტომობილის ქირაობა?

თავად ბოდრუმში — არა: ცენტრი, ციხესიმაგრე, ნავსადგური და ძირითადი პლაჟები ფეხითაც მისადგომია. ნახევარკუნძულის სხვა დასახლებებში გასასვლელად კი ავტომობილი ან ადგილობრივი მინიბუსი, დოლმუში, გამოგადგებათ.

რა ღირს ბოდრუმში დასვენება?

ფასი პირდაპირ სეზონზეა დამოკიდებული: ივლის-აგვისტოში როგორც ავიაბილეთი, ისე სასტუმრო საგრძნობლად ძვირდება, მაისსა და სექტემბერ-ოქტომბერში კი იმავე ხარისხის დასვენება ბევრად იაფად ჯდება. ბოდრუმის მიმართულებით ავიაბილეთების აქტუალური ფასები თვეების მიხედვით ქვემოთ მოცემულ ცხრილშია.

თბილისი ბოდრუმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 599 -დან
4 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 595 -დან
22 დეკემბერი 20267 იანვარი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 617 -დან
1 იანვარი 20277 იანვარი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 642 -დან
1 მაისი 20278 მაისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 842 -დან
7 ივნისი 202713 ივნისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 760 -დან
1 ივლისი 20278 ივლისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 878 -დან
11 სექტემბერი 202719 სექტემბერი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 698 -დან
Exit mobile version